კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღები გამოცდის რეგისტრაცია დაიწყო!


მე-7 კლასის მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში,  ასევე სკოლაში:

ონლაინ რეგისტრაცია   20 ივნისს დაიწყო და გაგრძელდება  15  ივლისის ჩათვლით

ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის, რეგისტრაცია დაიწყება 24 ივნისს და გაგრძელდება 15 ივლისის ჩათვლით.

კომაროვის სკოლის მე-7 კლასში  მისაღები გამოცდა ჩატარდება  17 - 20   ივლისის პერიოდში.  

მისაღები გამოცდის ჩატარების ზუსტი   თარიღი და ადგილი გამოცხადდება არაუგვიანეს 1 ივლისისა.

მისაღებ გამოცდაზე საკონკურსო ადგილების რაოდენობა და საკონურსო პირობები გამოცხადდება არაუგვიანეს 8 ივლისისა.

 

ტესტის სტრუქტურა:

  • ტესტი  შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.
  • 19 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით
  • 6 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით,  შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).  
  • ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

მოსწავლეები, რომლებმაც დაასრულეს პროექტი ,,შაბათის სკოლის“ მე-3 მოდული, ითვლებიან რეგისტრირებულადდამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებენ.

 გაითვალისწინეთ, მოსწავლეს გამოცდაზე ექნება წარმოსადგენი  მხოლოდ მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი).

 

ონლიან რეგისტრაციისთვის  გადადით ბმულზე

 

ელექტრონული რეგისტრაციისასშესაბამის ველში უნდა აიტვირთოს:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2023-24  სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე  თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის:

რეგისტრაცია დაიწყება 24 ივნისს  და გაგრძელდება 15 ივლისის ჩათვლით.

11:00-დან - 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);

მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N119. 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2-39-67-96;  557375969;

 

ადგილზე რეგისტრაციისას მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა 

წარმოადგინოს:

ა)  განაცხადი (ივსება ადგილზე);

ბ) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული  მოსწავლის 2023-24 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

გ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

გაითვალისწინეთ, მისაღები გამოცდით კომაროვის სკოლაში ჩარიცხვის შემთხვევაში, წარმოსადგენი გექნებათ დახასიათება სკოლიდან, სადაც უნდა იყოს აღნიშნული, რომ მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

  • მოსწავლესრომელმაც დაძლია მე-6 კლასი.
  • გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლერომელმაც  2023-2024  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.

 

 

სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდების ტესტების სანახავად გადადით ბმულზე: 

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებებს!

 



ზემოთ